Davines SOLU Sea Salt Scalp Scrub
ფასი: 50 ლარი
მოცულობა: 250 მლ.
რეალური ღირებულება: $52
მწარმოებელი ქვეყანა: ამერიკა
ოფიციალურ საიტზე: გადასვლა
პროდუქტის: ყიდვა
სკალპის ღრმა გამწმენდი სკრაბი ეფექტურად აშორებს თმის მოვლის საშუალებების ნარჩენებს, ჭუჭყსა და გარემოს მავნე ნაწილაკებს. იგი განკუთვნილია ყველა ტიპის თმისთვის.
თმას ხანგრძლივ სისუფთავეს და სიმსუბუქეს ანიჭებს და მატებს ტექსტურას და მოცულობას.
პროდუქტის ძირითადი მახასიათებლები:
მთავარი ინგრედიენტი: შეიცავს იტალიიდან მიღებულ ზღვის მარილს, რომელიც მდიდარია კალიუმითა და მაგნიუმით. ხოლო წიწიბურას ექსტრაქტი შეიცავს პოლისაქარიდებს, რომლებიც ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას და იცავს თმას გამოშრობისგან. სუფთა ფორმულა: პროდუქტი არ შეიცავს სულფატებს, პარაბენებსა და გლუტენს.
სურნელი: ციტრუსისა და სანელებლების თამამი შერწყმა, რომელიც ნაზ ყვავილოვან ნოტებში გადადის და სრულდება თბილი, მუშკისებრი ბაზით.
გამოყენების წესი:
დაიტანეთ სველ თმაზე. აიღეთ მცირე რაოდენობის სკრაბი და გადაინაწილეთ უშუალოდ სკალპზე.
ნაზად დაიმასაჟეთ სკალპი, სანამ პროდუქტი ქაფად არ გადაიქცევა (საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ ცოტა წყალი).
კარგად ჩამოიბანეთ თმა თბილი წყლით.
სკრაბის შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ მკვებავი კონდიციონერი ან თმის ნიღაბი.
გამოიყენეთ ყოველი მე-2 ან მე-3 დაბანის დროს, ჩვეულებრივ შამპუნთან მონაცვლეობით