







AAVRANI Mini Strengthening Hair Oil & Growth Serum Gift Set
ფასი: 58 ლარი
მოცულობა: 30მლ x 26 მლ
რეალური ღირებულება: $35
მწარმოებელი ქვეყანა: ამერიკა
ოფიციალურ საიტზე: გადასვლა
პროდუქტის: ყიდვა
2-საფეხურიანი რიტუალი თმის ზრდისთვის.
ნაკრებში შედის სკალპის შრატი და თმისა და სკალპის ზეთი, რომლებიც აძლიერებენ თმას და ამცირებენ ცვენას,
აჯანსაღებენ სკალპს, ებრძვიან დაზიანებას და ხელს უწყობენ თმის ზრდას.
თმის და სკალპის აღმდგენი ზეთი 30 მლ:
შეიცავს ამლას და როზმარინს. კვებავს და აჯანსაღებს სკალპს, აძლიერებს თმას, აუმჯობესებს თმის სიმტკიცეს, ამცირებს თმის მტვრევადობას, ხელს უწყობს თმის ზრდას. განკუთვნილია ყველა ტიპისა და ტექსტურის თმისთვის.
წაისვით 3-4 წვეთი ზეთი სკალპზე და თითებით კარგად დაიმასაჟეთ. გაიჩერეთ მინიმუმ 10 წუთი, მაქსიმუმ 1 საათი. შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.
თმის გაშრობის შემდეგ შეათბეთ 1-2 წვეთი ზეთი ხელის გულებზე და დაიტანეთ თმის ბოლოებზე აბურდული თმის დასალაგებლად და ბზინვარებისთვის.
სკალპის შრატი თმის ზრდისთვის 26 მლ:
დადასტურებულია, რომ უზრუნველყოფს თმის მნიშვნელოვან ზრდას და ამცირებს თმის ცვენას.
დამზადებულია კურკუმას ღეროვანი უჯრედებით, რომლებიც იწყებენ თმის ფოლიკულების ეპიგენეტიკურ გადატვირთვას, ხელს უწყობს თმის ზრდას. ვეგანური კოლაგენი ატენიანებს სკალპს და ხელს უწყობს თმის ცვენის შემცირებას.
აშვაგანდა აძლიერებს თმის ძირებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ სკალპს.
გამოიყენეთ ყოველდღიურად ნამიან ან მშრალ სკალპზე.
წაისვით რამდენიმე წვეთი პირდაპირ სკალპზე, თმის ხაზის გასწვრივ, ან პრობლემურ უბნებში და ნაზად შეიზილეთ.
უსაფრთხოა შეღებილი თმისთვის. უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძურებისთვის.
ვეგანურია და არ იტესტება ცხოველებზე.