ma:nyo Pure Aqua Peeling Gel პილინგ გელი
ფასდაკლებით: 30 ლარი
ფასი: 55 ლარი
მოცულობა: 120 მლ.
კანის ტიპი: მშრალი, ნორმალური, კომბინირებული, ცხიმიანი, მგრძნობიარე, პრობლემური
რეალური ღირებულება: $14.50
მწარმოებელი ქვეყანა: კორეა
პროდუქტის: ყიდვა
მანიოს ნაზი პილინგ-გელი აშორებს მკვდარ უჯრედებს, ათანაბრებს კანის ტექსტურას და ინტენსიურად ატენიანებს მას.
იგი ფორმულირებულია მგრძნობიარე კანის მოთხოვნების გათვალისწინებით და არ იწვევს გაღიზიანებას.
ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:
PHA მჟავა (გლუკონოლაქტონი): დელიკატურად ასუფთავებს კანის ზედაპირს, არბილებს ტექსტურას და ებრძვის პიგმენტაციას. იდეალურია მათთვის, ვისთვისაც AHA და BHA მჟავები ზედმეტად აგრესიულია.
3 სახის ჰიალურონის მჟავა: სხვადასხვა მოლეკულური წონის მქონე ჰიალურონი აღწევს კანის სხვადასხვა ფენაში, ინარჩუნებს ტენიანობას და ხელს უშლის კანის გამოშრობას პილინგის შემდეგ.
ალანტოინი და მცენარეული ექსტრაქტები: ამშვიდებს გაღიზიანებას, ხსნის სიწითლეს და აჩქარებს რეგენერაციის პროცესს. ცელულოზის გორგლები: მასაჟის დროს პროდუქტში შემავალი ნატურალური ცელულოზა გორგლდება, მექანიკურად იკრავს და აშორებს კანის ზედაპირულ ჭუჭყსა და მკვდარ უჯრედებს.
არ შეიცავს პარფიუმს. უსაფრთხოა მგრძნობიარე კანისთვის. აქვს ბუნებრივი სურნელი, რომელიც მიღებულია პროდუქტში შემავალი ლიმონის და როზმარინის ზეთისგან.
გამოყენების წესი:
1. კარგად დაიბანეთ სახე თქვენი ყოველდღიური დასაბანი საშუალებით.
2. პირსახოცით სრულად გაიმშრალეთ სახე და ხელები. პილინგ-გელი საუკეთესოდ მუშაობს მშრალ კანზე.
3. მოათავსეთ ხელის გულზე საჭირო რაოდენობის გელი და თანაბრად გადაინაწილეთ სახეზე, მოერიდეთ თვალებისა და ტუჩების ზონას.
4. თითების წრიული მოძრაობით ნაზად დაიმასაჟეთ სახე. რამდენიმე წამში გელი დაიწყებს პატარა გორგლებად ქცევას. აკეთეთ მასაჟი დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში.
5. კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
*ვადა 23 ოქტომბრამდე