Trimay Lacto Houttuynia Madeca Calming Toner


ფასი: 47 ლარი

მოცულობა: 200 მლ

კანის ტიპი: მშრალი, ნორმალური, კომბინირებული, ცხიმიანი, მგრძნობიარე, პრობლემური

მწარმოებელი ქვეყანა: კორეა


პროდუქტის: ყიდვა

კანის დამამშვიდებელი ტონერი - აქვს სწრაფი დამამშვიდებელი ეფექტი გაღიზიანებულ კანზე, ამცირებს ანთებას, ხელს უშლის გამონაყარისა და აკნეს გაჩენას, ამშვიდებს სიწითლეს და გაღიზიანებას, აძლიერებს დამცავ ბარიერს. აძლიერებს მიკრობიომს, რაც კანს უფრო გამძლეს ხდის გარე გამღიზიანებლების მიმართ.

ტონერი შეიცავს 4 ძლიერ დამამშვიდებელ კომპონენტს, რაც წარმოადგენს მთლიანი ფორმულის 69.5%-ს. აზიური ცენტელას კომპლექსის, ჰოტიუნიას, მწარე აბზინდას და ჩაის ხის ოპტიმალურ კომბინაციას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ამშვიდებს კანს, ებრძვის კუპეროზს, არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას, ატენიანებს და კვებავს კანს, აძლევს მას ჯანსაღ და მბზინავ იერს.

ტონერში შემავალი 3 ბიომის კომპლექსი (ლაქტოკოკის ლიზატი, ბიფიდობაქტერიის ლიზატი, ლაქტობაცილის ლიზატი) „სასარგებლო“ ბაქტერიები, რომლებიც დადებითად მოქმედებს კანის მიკროფლორაზე. ამცირებს კანის ჰიპერმგრძნობელობას, აუმჯობესებს მის დამცავ ფუნქციებს.

ჰიალურონის მჟავა და ბეტაინი - კანს ატენიანებენ და ხელს უშლიან ტენიანობის დაკარგვას.

ტონერი შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ და ჰიპოალერგიულ ინგრედიენტებს EWG მწვანე კლასიდან.
არ შეიცავს პარფიუმს და შესაფერისია ყველაზე მგრძნობიარე კანისთვისაც კი.

скачать dle 12.0
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно