LANEIGE Water Bank Blue Hyaluronic Gel Moisturizer


ფასი: 60 ლარი

მოცულობა: 50 მლ.

კანის ტიპი: კომბინირებული, ცხიმიანი, მგრძნობიარე, პრობლემური

რეალური ღირებულება: 40$

მწარმოებელი ქვეყანა: კორეა

ოფიციალურ საიტზე: გადასვლა


პროდუქტის: ყიდვა

მსუბუქი დამატენიანებელი გელ-კრემი ჰიალურონის მჟავით. კანს ამშვიდებს, აგრილებს და უზრუნველყოფს 48 საათიან დატენიანებას. 

შეიცავს ახალი თაობის, დაპატენტებულ "ლურჯ ჰიალურონის მჟავას", რომლიც გადის ორმაგ ფერმენტაციის პროცესს ღრმა ზღვის წყალმცენარეებთან ერთად, შემდეგ კი 10-საფეხურიან მიკროფილტრაციას. შედეგად მიღებული დაბალი მოლეკულური მასის ჰიალურონის მჟავა უფრო სწრაფად და ღღმად შეიწოვება კანში და უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებას. 

გარდა ამისა, შეიცავს პიტნის ექსტრაქტს, რომელიც აგრილებს კანს, აცხრობს ანთებას დაგაღიზიანებას, ამცირებს სიწითლეს.

დამატენიანებელში მოთავსებულია ათასობით მიკროკაფსულა, რომლებიც დნება კანთან კონტაქტის დროს და უზრუნველყოფს თქვენს კანს ელასტიურ დატენიანებას.

პროდუქტი ჰიპოალერგიულია და შემოწმებულია დერმატოლოგების მიერ. 

скачать dle 12.0
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно