iUNIK ბეტა-გლუკანის დამატენიანებელი


ფასი: 45 ლარი

მოცულობა: 60 მლ

კანის ტიპი: მშრალი, ნორმალური, კომბინირებული, მგრძნობიარე, პრობლემური

რეალური ღირებულება: $13.70

მწარმოებელი ქვეყანა: კორეა


პროდუქტის: ყიდვა

მსუბუქი, გელის მსგავსი დამატენიანებელი კრემი ბეტა გლუკანით. უზრუნველყოფს მშრალი კანის დატენიანებას და კანის ბარიერის ფუნქციის გაუმჯობესებას, აქვს ასევე კანის გამაღიავებელი და ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედება.

შეიცავს მესამე თაობის ბეტა-გლუკანს, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ პოლიმერულ პოლისაქარიდს, რომელიც მიიღება სოკოებიდან.
ეს საოცარი ინგრედიენტი ჰიალურონის მჟავაზე 20%-ით უკეთ ატენიანებს კანს, ხელს უწყობს კანის ელასტიურობას და დაზიანებული კანის ბარიერს აღდგენას.

ნიაცინამიდი -  ათანაბრებს კანის ფერს და სტრუქტურას. ამცირებს გაფართოებულ ფორებს, აბალანსებს ცხიმის გამოყოფას.

გარდა ამისა, შეიცავს ანტიოქსიდანტებით მდიდარი ხილის - ქლიავის, ჟოლოს, ატმის, ბროწეულისა და ლეღვის ექსტრაქტებს, რომელიც კვებავს და აცოცხლებს კანს. ამას ემატება აზიური ცენტელას და ალოე ვერას ფოთლის ექსტრაქტები გაღიზიანებული კანის დასამშვიდებლად და სიწითლის შესამცირებლად.

უცხიმო, არაკომედოგენური ფორმულა სწრაფად შეიწოვება კანში.
არ შეიცავს საღებავებს და სურნელს. უსაფრთხოა მგრძნობიარე და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно