Miguhara x Hakken gift set


ფასი: 135 ლარი

კანის ტიპი: მშრალი, ნორმალური, კომბინირებული, ცხიმიანი, მგრძნობიარე, პრობლემური

რეალური ღირებულება: 188$

მწარმოებელი ქვეყანა: კორეა

ოფიციალურ საიტზე: გადასვლა


პროდუქტის: ყიდვა

წარმოგიდგენთ Miguhara x Hakken კანის მოვლის სასაჩუქრე ნაკრებს, რომელიც იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს კანის მოვლის ეფექტურ რუტინას ნათელი, ჯანსაღ, მბზინავი კანისთვის.

ტონერი (100 მლ) - არეგულირებს კანის ჰიდროლიპიდურ ბალანსს, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ხელს უწყობს სიწითლის შემცირებას, კანის ტონის გათანაბრებას და კანის მთლიან ტექსტურის გაუმჯობესებას. კანს ანიჭებს ბუნებრივ, ჯანსაღ ბზინვარებას.

ესენერი (100 მლ) - 2-1-ში ტონერის და ესენციის ჰიბრიდი, რომელსაც აქვს ძლიერი დამამშვიდებელი ეფექტი გაღიზიანებული კანისთვის. შეიცავს ალოეს და ცენტელას ნაზავს, რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება. მსუბუქი გელისებური ფორმულა მარტივად შეიწოვება კანში და ტოვებს განახლების შეგრძნებას.

ამპულა (30 მლ) - სპეციალურად შექმნილია კანის დაზიანებული ბარიერის აღსადგენად. სიღრმისეულად ატენიანებს კანს და აწვდის საკვებ ნივთიერებებს. აქვს მსუბუქი, კრემისებური ტექტსურა, რომელიც მარტივად შეიწოვება,არბილებს კანს და არ ტოვებს ცხიმიანობის ან წებოვნების შეგრძნებას.

გელ-კრემი (50 მლ) - უზრუნველყოფს კანის სიღრმისეულ და ხანგრძლივ დატენიანებას. ფორმულა გამდიდრებულია ედელვაისის ექსტრაქტით, რომელიც ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ცენტელას ექსტრაქტთან ერთად ამშვიდებს კანს, იცავს გარემო სტრესისგან და აუმჯობესებს კანის რეგენერაციის უნარს. უცხიმო, არაწებვადი, მსუბუქი ტექსტურა მარტივად შეიწოვება კანში, რაც მას რბილს, გლუვს და ელასტიურს ხდის.
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно