DR.PEPTI Peptide Volume Silk Layer Cream


ფასი: 47 ლარი

მოცულობა: 60 მლ

კანის ტიპი: მშრალი, ნორმალური, კომბინირებული,მგრძნობიარე

რეალური ღირებულება: 39.99$

მწარმოებელი ქვეყანა: კორეა

ოფიციალურ საიტზე: გადასვლა


პროდუქტის: ყიდვა

Dr. Pepti-ს ანტიასაკობრივი დამატენიანებელი შექმნილია კანის ელასტიურობის გასაუმჯობესებლად, ნაოჭების შესამცირებლად და უფრო მკვრივი, ახალგაზრდული კანის მისაღებად.

პროდუქტს აქვს აბრეშუმისებური ტექსტურა, რომელიც კანს ავსებს ტენიანობითა და საკვები ნივთიერებებით. ეფექტურად ებრძვის სიმშრალეს, გაუხეშებულ კანს და წვრილ ხაზებს.

ფორმულირებულია 4 სახის პეპტიდით. პეპტიდები არის ამინომჟავები, რომლებიც ქმნიან კანისთვის საჭირო ცილებს, კონკრეტულად კოლაგენსა და ელასტინს. ასაკთან ერთად, ორგანიზმში ამ ცილების წარმოქმნა მცირდება. პეპტიდები ხელს უწყობენ ამ ცილების გამომუშავების სტიმულირებას, რის შედეგადაც კანი უფრო მკვრივი და ახალგაზრდა ხდება.

სამი სახის ბიომის კომპლექსი, შიის კარაქი, სქუალანი, ჟოჟობას ზეთი, პანთენოლი და რამოდენიმე ტიპის ჰიალურონის მჟავა სიღრმისეულ დატენიანებას უზრუნველყოფს. 

ჰიდროლიზებული კოლაგენი -კანს უბრუნებს სიმკვრივეს და ელასტიურობას.

შეიცავს ასევე ბროკოლის ექსტრაქტს და დამასკური ვარდის წყალს კანის დასამშვიდებლად. 

კლინიკურად შემოწმებულია, რომ უსაფრთხოა მგრძნობიარე კანისთვისაც კი.
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно