Dr. Ceuracle Royal Vita Propolis Ampoule


ფასი: 36 ლარი

მოცულობა: 15 მლ

კანის ტიპი: მშრალი, ნორმალური, კომბინირებული, ცხიმიანი, მგრძნობიარე, პრობლემური

რეალური ღირებულება: 26$

მწარმოებელი ქვეყანა: კორეა

ოფიციალურ საიტზე: გადასვლა


პროდუქტის: ყიდვა

პროპოლისით  და სამეფო ჟელეს ექსტრაქტით ფორმულირებული ამპულა ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა, რომელიც ატენიანებს, ანათებს და კვებავს კანს.

თაფლის მსგავსი ტექსტურა საოცრად მსუბუქია, ადვილად შეიწოვება კანში და აღადგენს კანის ბუნებრივ ბზინვარებას.

მთავარი ინგრედიენტები:

33.5% პროპოლისის ექსტრაქტი: აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ებრძვის აკნეს და აკნესგან დარჩენილ ნაწიბურებს. იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან, დაბინძურებისგან, მზის ზემოქმედებისგან. პროპოლისი ებრძვის ნაადრევ დაბერებას და ნაოჭებს; მას შეუძლია დააჩქაროს აღმდგენი პროცესები აკნეს ნაწიბურების, ლაქების და კანის სხვა დაზიანებების წინააღმდეგ.

სამეფო ჟელე: კანის კოლაგენის გამომუშავების გაზრდით, სამეფო ჟელე დაგეხმარებათ წვრილი ხაზების, ნაოჭების და კანის დაბერების ნიშნების თავიდან აცილებაში. ის ასევე ეფექტურად ებრძვის აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს.

4% ნიაცინამიდი: აუმჯობესებს კანის ფერს და ტექსტურას, ამცირებს სიწითლეს, ნიაცინამიდი ასევე სასარგებლოა აკნეს ანთებითი ფორმების დროს.

10% ქაცვის ექსტრაქტი: შეიცავს ვიტამინებს A, B, C, E და K. ის გამდიდრებულია ამინომჟავებით, რომლებიც ათანაბრებს კანის ტონს, ანათებს კანს და ამცირებს ნაოჭების იერს.

1% ეთილ ასკორბინის მჟავა - C ვიტამინის სტაბილური ფორმაა. ანათებს კანს, ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას, ებრძის დაბერების ნიშნებს.


скачать dle 12.0
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно