Dear Klairs Midnight Blue Calming Cream 60მლ
ფასი: 65 ლარი
მოცულობა: 60 მლ
კანის ტიპი: ცხიმიანი, კომბინირებული, პრობლემური, მგრძნობიარე
რეალური ღირებულება: 31$
მწარმოებელი ქვეყანა: კორეა
ოფიციალურ საიტზე: გადასვლა
პროდუქტის: ყიდვა
Klairs-ის ლურჯი კრემი - კანს ამშვიდებს, აცხრობს ანთებას და ამცირებს სიწითლეს. აქვს მომენტალური გამაგრილებელი ეფექტი.
იდეალურია ცხიმიანი, კომბინირებული, მგრძნობიარე, სიწითლისა და აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის.
ეს კრემი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მზის დამწვრობის შემდეგ კანის დასამშვიდებლად, ან პარსვის შემდგომ კანის გაღიზიანების ასაცილებლად.
მთავარი ინგრედიენტია გუაიაზულენი, კანის ძლიერი დამამშვიდებელი ინგრედიენტი, რომელიც მოპოვებულია გვირილის ზეთიდან. სწორედ ეს ანიჭებს კრემს ლამაზ ლურჯ ფერს. იგი ხელს უწყობს დაზიანებული კანის რეგენერაციას და აცხრობს ანთებას.
ამას ემატება აზიური ცენტელა, რომელიც ატენიანებს კანს, ხსნის გაღიზიანებას და სიწითლეს. მასში შემავალ პეპტიდების კომპლექსს აქვთ დაბერების საწინააღმდეგო თვისებები, ებრძვიან ნაოჭებს და ასევე ასტიმულირებენ უჯრედების განახლებას.
კერამიდიNP აძლიერებს დასუსტებულ კანის ბარიერს.
არ შეიცავს პარფიუმს, საღებავებს და სილიკონებს. ვეგანურია და არ იტესტება ცხოველებზე.
უსაფრთხოა მგრძნობიარე კანისთვის.
გამოყენების წესი:
ლურჯი დამატენიანებელი კრემი გამოიყენება მთელ სახეზე ან ადგილობრივად კანის გაღიზიანებულ უბნებზე. უკეთესი ეფექტისთვის რეკომენდირებულია ღამით გამოყენება.