Virtue Healing Gloss


ფასი: 60 ლარი

მოცულობა: 175ml

რეალური ღირებულება: 44$

მწარმოებელი ქვეყანა: ამერიკა

ოფიციალურ საიტზე: გადასვლა


პროდუქტის: ყიდვა

შხაპის დროს გამოსაყენებელი, თმის აღმდგენი და ბზინვარების მიმცემი "გლოსი". 

მისი ორფაზიანი ფორმულა მომენტალურად ანიჭებს თმას 2.5-ჯერ მეტ ბზინვარებას და უნარჩუნებს სიგლუვეს 5 დაბანის განმავლობაში. 


Alpha Keratin 60ku ტექნოლოგია: შეიცავს ბრენდის დაპატენტებულ, ადამიანის თმის იდენტურ კერატინის პროტეინს. ის ებმება თმის დაზიანებულ ადგილებს და აღადგენს მას ღრმად, შიგნიდან. 

ბზინვარება და სიგლუვე:  თმას აბრეშუმისებრ ტექსტურას და სარკისებრ ეფექტს სძენს. 


აქტიური ინგრედიენტები: 

ჰიბისკუსის ყვავილის მჟავები და ფერმენტირებული ჟოლოს ექსტრაქტი: მოქმედებენ როგორც ნაზი, ბუნებრივი ექსფოლიანტები. აშორებენ თმის ზედაპირზე დაგროვილ პროდუქტების ნარჩენებს, მყარი წყლის მინერალებსა და ჭუჭყს, რაც ხშირად იწვევს თმის სიფერმკრთალეს. ამ ბარიერის მოცილებით თმა იბრუნებს ბუნებრივ ბზინვარებას.  

ფრანგული ფიჭვის გირჩის ექსტრაქტი: მუშაობს კუტიკულის (თმის ღეროს გარე დამცავი ფენის) გასასწორებლად. ის კეტავს ტენს თმის შიგნით, აძლიერებს ღერებს და ხელს უშლის ტენიანობით გამოწვეულ თმის აფუებას, რაც თმას უფრო გლუვს ხდის.  მცენარეული ზეთების ესტერები: ეს არის სილიკონის ალტერნატივა, რომელიც თმას დამძიმებს გარეშე ანიჭებს ინტენსიურ, „სარკისებრ“ ბზინვარებას. ისინი ქმნიან თხელ, სინათლის ამრეკლავ ფენას თმის ზედაპირზე. 


აქვს ქოქოსის, ტროპიკული იუზუს და თბილი მერქნის არომატი.

ვეგანურია, არ შეიცავს სილიკონებს და უსაფრთხოა შეღებილი თუ ქიმიურად დამუშავებული თმისთვის. 


გამოყენების წესი: 

1. კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი ფორმულის გასააქტიურებლად. 

2. შამპუნის ჩამობანვის შემდეგ, დაიტანეთ პროდუქტი თმაზე ძირებიდან ბოლოებამდე.  თხელი/საშუალო თმისთვის: გამოიყენეთ კონდიციონერის ნაცვლად.  სქელი/უხეში თმისთვის: გამოიყენეთ კონდიციონერის გამოყენების შემდეგ. 

3. გაიჩერეთ 3-დან 5 წუთამდე. 

4. კარგად ჩამოიბანეთ წყლით. 

გამოიყენეთ კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.


лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно