Odele Clarifying Shampoo
სალონური ხარისხის, ღრმა გამწმენდი შამპუნი, რომელიც განკუთვნილია კვირაში ერთხელ გამოსაყენებლად. მისი მთავარი დანიშნულებაა თმიდან და სკალპიდან პროდუქტების ნარჩენების (სტაილინგის გელები, ლაქები), ქლორის, მყარი წყლის მინერალებისა და გარემო დაბინძურების მოცილება.
ფორმულა აერთიანებს სულფატებისგან თავისუფალ გამწმენდ ინგრედიენტებსა და ქელაციის ტექნოლოგიას, რომელიც მაგნიტივით იზიდავს და აშორებს მინარევებს, უზრუნველყოფს ღრმა და ეფექტურ წმენდას თმის გამოშრობისა და ბუნებრივი ტენიანობის დაკარგვის გარეშე, რათა ყოველ დაბანაზე თმას სისუფთავისა და განახლების სასიამოვნო შეგრძნება დაუბრუნდეს.
იდეალურია ყველა ტიპისა და ტექსტურის თმისთვის. უსაფრთხოა შეღებილი თმისთვის და არ აუფერულებს მას.
პროდუქტს აქვს 100%-ით ნატურალური, ყოველდღიურად მარტივად სატარებელი სურნელი, რომელშიც იგრძნობა ხავსის, ილანგ-ილანგისა და კიტრის ნოტები.
ფორმულა დერმატოლოგიურად შემოწმებულია, არის სრულიად ვეგანური და არ იტესტება ცხოველებზე.