Paula's Choice Skin Perfecting 1% BHA Gentle Exfoliating Gel Toner
ფასი: 100 ლარი
მოცულობა: 100 მლ.
კანის ტიპი: მშრალი, ნორმალური, კომბინირებული, ცხიმიანი, მგრძნობიარე, პრობლემური
რეალური ღირებულება: 37$
მწარმოებელი ქვეყანა: ამერიკა
ოფიციალურ საიტზე: გადასვლა
პროდუქტის: ყიდვა
ნაზი ქიმიური ექსფოლიანტი სპეციალურად მგრძნობიარე, სიწითლისა და როზაცეასკენ მიდრეკილი კანისთვისაა შექმნილი.
ბრენდის ცნობილი 2%-იანი BHA ტონერისგან განსხვავებით, ეს პროდუქტი შეიცავს სალიცილის მჟავის უფრო დაბალ, 1%-იან კონცენტრაციას. ეს უზრუნველყოფს კანის ეფექტურ წმენდას გაღიზიანებისა და გამოშრობის გარეშე.
მთავარი მახასიათებლები და სარგებელი:
- ასუფთავებს ფორებს
- ასწორებს უსწორმასწორო, არათანაბარ ტექსტურას
- ამცირებს სიწითლეს
- იცავს კანის ბარიერს
- მსუბუქი ტექსტურა: გელისებური ფორმულა სწრაფად შეიწოვება და კანს სასიამოვნო ტენიანობას უნარჩუნებს.
ძირითადი ინგრედიენტები:
1% სალიცილის მჟავა (BHA): აღწევს ფორებში, ებრძვის გამონაყარს, შავ წერტილებს და ასუფთავებს ფორებს დაგროვილი ჭუჭყისა და ცხიმისგან. ნაზად აშორებს მკვდარ უჯრედებს, რის შემდეგაც კანი უფრო გლუვი ხდება.
ალანტოინი: ხსნის გაღიზიანებას და აჩქარებს კანის აღდგენის პროცესს.
სოკოს ექსტრაქტი: კვებავს კანს და საგრძნობლად ამცირებს ხილულ სიწითლეს.
პრებიოტიკები: ხელს უწყობენ კანის ჯანსაღი მიკრობიომის შენარჩუნებას და აძლიერებს კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერს.
გამოყენების წესი:
წაისვით ტონერი გაწმენდილ კანზე დილით და/ან საღამოს სახეზე, კისერზე და დეკოლტეს არეზე. დღის განმავლობაში, ყოველთვის გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი.