SKIN 1004 Niacinamide 10 Boosting Shot Ampoule
ფასი: 50 ლარი
მოცულობა: 30 მლ.
კანის ტიპი: ნორმალური, კომბინირებული, ცხიმიანი, მგრძნობიარე, პრობლემური
რეალური ღირებულება: 22$
მწარმოებელი ქვეყანა: კორეა
პროდუქტის: ყიდვა
skin1004-ის უახლესი, 10%-იანი ნიაცინამიდის შრატი მიკრო სპიკულებით- ფორების შესამცირებლად, კანის ბზინვარების გასაძლიერებლად, ტექსტურის და კანის ტონის გასაუმჯობესებლად, პიგმენტური ლაქების შესამცირებლად.
ნიაცინამიდი და ტრანექსამის მჟავა: ამცირებს ფორებს, ათანაბრებს კანის ტონს და ტექსტურას, აღიავებს ლაქებს, აუმჯობესებს კანის ბზინვარებას.
ცენტელას ექსტრაქტი: ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ხელს უწყობს კანის აღდგენას და ტენიანობის ბარიერის გაუმჯობესებას.
ასკორბილ გლუკოზიდი: C ვიტამინის სტაბილიზირებული ფორმა, რომელიც აღიავებს კანს, ამცირებს ლაქებს და აუმჯობესებს კანის ტონს.
პანთენოლი : უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას და ბარიერის აღდგენას.
სპიკულები: ნემსისებრი მიკრო სტრუქტურები, რომლებიც გამოიყენება კოსმეტიკურ პროდუქტებში აქტიური ინგრედიენტების ღრმად შეღწევის გასაზრდელად. ისინი იჭრებიან კანის ზედაპირულ ფენაში, ქმნიან მცირე არხებს. ეს არხები ხელს უწყობს კანის მოვლის პროდუქტების ღრმა ფენებში შეღწევას.
სპიკულების გამო, პროდუქტმა წასმისას შესაძლებელია მცირე ჩხვლეტის შეგრძნება გამოიწვიოს, რაც ნორმალურია.
გამოყენების წესი:
ადაპტაციის პერიოდი: გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ. წაისვით მცირე რაოდენობა პრობლემურ ადგილას (დაახლოებით 0.1 მლ თითო უბანზე).
ადაპტაციის შემდეგ: შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურად, კანის გაწმენდისა და ტონერის გამოყენების შემდეგ.