







SKIN1004 Madagascar Centella Poremizing Light Gel Cream
ფასი: 56 ლარი
მოცულობა: 75 მლ.
კანის ტიპი: ცხიმიანი, კომბინირებული, მგრძნობიარე, პრობლემური
რეალური ღირებულება: 21$
მწარმოებელი ქვეყანა: კორეა
ოფიციალურ საიტზე: გადასვლა
პროდუქტის: ყიდვა
მსუბუქი გელ-კრემი ანიჭებს კანს მყისიერ გაგრილებას და ღრმა დატენიანებას. ამცირებს ფორების იერს და აკნეს.
გამდიდრებულია ჰიმალაის ვარდისფერი მარილით, რომელიც ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების და ჭარბი ცხიმის მოცილებას, ხსნის დახშულ ფორებს სუფთა და დახვეწილი კანისთვის.
2% ნიაცინამიდი აფერმკრთალებს ლაქებს და ანათებს კანის ტონს.
აზიურ ცენტელას, ალოეს და კვიპაროსის ხის ექსტრაქტს აქვთ ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამშვიდებენ გაღიზიანებულ, მგრძნობიარე კანს და ამცირებენ კანის სიწითლეს.
მცენარე Witch Hazel-ის ექტრაქტი არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას და ამცირებს ფორებს.
მსუბუქი ფორმულა მარტივად შეიწოვება კანში ყოველგვარი წებოვნების გარეშე.
არ შეიცავს პარფიუმს. უსაფრთხოა მგრძნობიარე კანისთვის.
ვეგანურია და არ იტესტება ცხოველებზე. დამზადებულია EWG მწვანე კლასის ინგრედიეტებით.