Mixsoon Bifida Ferment Essence
ფასი: 55 ლარი
მოცულობა: 100 მლ.
კანის ტიპი: მშრალი, ნორმალური, კომბინირებული, ცხიმიანი, პრობლემური, მგრძნობიარე
რეალური ღირებულება: $32
მწარმოებელი ქვეყანა: კორეა
ოფიციალურ საიტზე: გადასვლა
პროდუქტის: ყიდვა
Mixsoon ესენცია ფორმულირებულია 100% ბიფიდა ფერმენტის ექსტრაქტით. ესაა საფუარის სახეობა, რომელიც მიიღება ბიფიდობაქტერიების დუღილის შედეგად.
- აღადგენს კანის ბუნებრივ ბალანსს
- ამცირებს მგრძნობელობას კანის დამცავი ფუნქციების გაძლიერებით
- ხელს უწყობს კანის ტენიანობის ოპტიმალური დონის შენარჩუნებას
- კანს აწვდის საჭირო საკვებ ნივთიერებებს
- ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების აქერცვლას და ათანაბრებს კანის ტექსტურას.
- კანს ანიჭებს ჯანსაღ და მბზინავ იერს.
- კოლაგენისა და ელასტინის წარმოების სტიმულირებით, ესენცია ხელს უწყობს კანის ელასტიურობის გაუმჯობესებას, ამცირებს ნაოჭების და წვრილი ხაზების წარმოქმნას.
- ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო, ესენცია ამცირებს სიწითლეს, გაღიზიანებას და ანთებას.
- ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას: ფორმულაში არსებული ბიფიდობაქტერიები ასტიმულირებენ კანის ბუნებრივ რეგენერაციის პროცესებს, ხელს უწყობენ კანის სწრაფ შეხორცებას და აღდგენას.
მსუბუქი ტექსტურა ღრმად აღწევს კანის ფენებში მყისიერი კვებისა და დატენიანებისთვის.
დამზადებულია მინიმალური, სუფთა ინგრედიენტებით. პროდუქტი ჰიპოალერგიულია. არ შეიცავს პარფიუმს, საღებავებს, ალკოჰოლს და სხვა მავნე ნივთიერებებს.
ვეგანურია და არ იტესტება ცხოველებზე.